საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ თურქეთში ჩაიტანეს
Russian army lost 1,180 troops and two air defense systems in day of war against Ukraine
In Kharkiv region, border guards destroyed bridge and Russian equipment using drones
Defense forces eliminated Russian sabotage and reconnaissance group in Vovchansk direction
FM Sybiha met with president of World Congress of Ukrainians in Canada
Ukraine in OSCE: Russia waging war of terror and nuclear blackmail
Unknown drone monitors Leclerc tank convoy in France
SBU uncovers Russian intelligence operative planning series of terrorist attacks in Kyiv's metro, shopping centers

შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს

09.05.2025 ნახვები: 412

თუ ადრე, ჩინეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ნებისმიერ სხვა განვითარებულ სახელმწიფოს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ჩინეთმა ეს ნაპრალი სრულად ამოავსო და, შეიძლება ითქვას, კონკურენტებს გაუსწრო კიდეც. აი, სწორედ ამ ტენდენციის მაგალითად შეგვიძლია ჩავთვალოთ ცინგუას უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილი ვირტუალური საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს ხელოვნური ინტელექტის მოდელები, იგივე AI აგენტები ასრულებენ. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა არა ფიზიკურ საავადმყოფოსთან კონკურენციის გამო, არამედ სამედიცინო კვლევის დასაჩქარებლად და ექიმების ეფექტიანობის გასაზრდელად.

როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე დაფუძნებულ პლატფორმას საავადმყოფოს ოცდაერთი სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობის სიმულაცია შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ ექიმებს პაციენტის დიაგნოსტირებას, მკურნალობას და აღდგენას უფრო ეფექტიანად და სწრაფად შეძლებენ, რადგან ამისთვის დაეყრდნობიან არამხოლოდ საკუთარ გამოცდილებას, რომლის მიღება რეალურ დროში შეუძლიათ, არამედ იმ გაცილებით დიდი მოცულობის დაკვირვებებს და დასკვნებს, რომელთაც AI აგენტი გამოიტანს. დღეს, AI-აგენტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორისაა კარდიოლოგიური, პედიატრიული და გადაუდებელი მომსახურება.

ცინგუას უნივერსიტეტის მეცნიერების შეფასებით, ვირტუალური საავადმყოფოს მიზანი არის არა ადამიანების რობოტებით ჩანაცვლება, არამედ ექიმებისთვის მეტი თავისუფალი დროის გამოყოფა, რომელსაც ისინი საკუთარი თავის განვითარებისთვის გამოიყენებენ. მკლევრების აზრით, ექიმების სამუშაო დროის დიდი ნაწილი რუტინულ ადმინისტრაციულ პროცესებზე იხარჯება. არადა ამ მექანიკური საქმეების შესრულება ხელოვნურ ინტელექტს ნებისმიერ ადამიანზე უკეთესად შეუძლია, რაც ექიმებს უფრო კომპლექსურ შემთხვევებზე ფოკუსირების საშუალებას მისცემს. როგორც პირველი კვლევები ცხადყოფს, სწორი დიაგნოზის დასმა AI ექიმებს უკეთესად შეუძლია, ვიდრე ადამიანებს.

მაშ, თუკი ეს ტექნოლოგია მუშაობს, რომელი იქნება ის სფერო, სადაც AI ექიმებს თავდაპირველად ვიხილავთ? პირველ რიგში, ამ ტიპის AI პლატფორმები, სავარაუდოდ, ცხელ და მიუწვდომელ წერტილებში დაინერგება, ანუ იქ, სადაც ჯანდაცვის სისტემა გაუმართავია ან ექიმების რაოდენობა არასაკმარისი. ასეთი ადგილების მაგალითად ცინგუას უნივერსიტეტის მკვლევრები საომარ ზონებს და ყველასგან და ყველაფრისგან მოშორებით მყოფ რეგიონებს ასახელებენ, სადაც კვალიფიციური ექიმის პოვნა ფუფუნებაა. ამასთან, ასეთ პლატფორმას ჯანდაცვის სექტორის გადატვირთულობის პრობლემის მოხსნა შეუძლია, რამაც, წესით და რიგით, სამედიცინო სერვისები უნდა გააიაფოს.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა