საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

სალომე ზურაბიშვილი - დროებითი საგამოძიებო კომისია სწორედ ამისთვის შეიქმნა, რომ საშუალება მიეცეთ, პოლიტიკოსები დააჯარიმონ ან დაიჭირონ - ეს რეპრესიების ფორმაა

15.05.2025 ნახვები: 517

დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.

ზურაბიშვილის მტკიცებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია, რომ პოლიტიკოსები „დააჯარიმონ ან დაიჭირონ“.

„დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა. არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ, (რაც გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც) და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო და მიმდინარეობს. ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის მიერ დიპლომატიურ სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დამტკიცებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი კანონი ემსახურება „ქართული ოცნების“ ტოტალურ კონტროლს დიპლომატებზე“.

„დიპლომატიური სამსახურის ზოგიერთ მეთაურს პარლამენტში სამარცხვინო სხდომა და გამოსვლები [ჰქონდა], რომლებმაც ახალი კანონი წარადგინეს, რომელიც რეალურად დიპლომატებზე, ჩვენს ელჩებზე საზღვარგარეთ, „ქართული ოცნების” ტოტალურ კონტროლს აწესებს. კერძოდ, თუ მათ ჩვენს საგარეო კურსს გადაუხვიეს, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს როტაციის მიუხედავად, მოხსნან.

ალბათ, საჭიროა, რომ დღეს ყველა მოხსნან, რადგან დღეს, ყველას გადახვეული აქვს იმ კურსისთვის, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში ასახულია. ეს კონსტიტუცია ჯერ შეცვლილი არ არის და ყველა არაკონსტიტუციურად იქცევა, ვინც მიჰყვება „ქართული ოცნების” ინსტრუქციებს სხვადასხვა დედაქალაქში, სადაც ისინი წარმოდგენილები არიან”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა