ზელენსკი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე: „დიდი ოცეულის“ სამიტი რეალური შედეგის მიღწევის შესაძლებლობას ქმნის
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ დაბრუნდებიან, მისაქციელში კი ახალი სკოლა აშენდება
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა
ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე (ვიდეო)

ნახვები: 657 უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე (ვიდეო)

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისმ მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.

როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

 
უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ოპერაცია „ობობის ქსელი“ (Паутинa), რომლის შედეგადაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 41 თვითმფრინავი განადგურდა, თითქმის წელიწად-ნახევარზე მეტ ხანს მზადდებოდა.
ოპერაციის მიმდინარეობას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი.
გეგმის განხორციელებაზე ზრუნავდნენ ვასილი მალიუკი და უსაფრთხოების სამსახურის გუნდი.
ოპერაცია ლოგისტიკის თვალსაზრისით უკიდურესად რთული იყო. თავდაპირველად СБУ-მ რუსეთში FPV დრონები გადაიტანა, შემდეგ კი – მოძრავი ხის კოტეჯები.
მოგვიანებით, დრონები ამ კოტეჯების სახურავებში გადაიტანეს.
კოტეჯები სატვირთო მანქანებზე იყო დამონტაჟებული.
საჭირო მომენტში სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსეთის ბომბდამშენების დასარტყმელად გაფრინდნენ.
უკრაინული მედია აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ამზადებდნენ დრონებს სამხედრო აეროდრომებზე თავდასასხმელად.
СБУ-ს წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ამ ისტორიულ სპეცოპერაციაში მონაწილე პირები უკვე დიდი ხანია უკრაინაში იმყოფებიან. ასე რომ, თუ პუტინის რეჟიმი დემონსტრაციულად დააკავებს ვინმეს, ეს იქნება მორიგი სპექტაკლი შიდა აუდიტორიისთვის.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა