მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

ირაკლი კობახიძე - 100% არ ვიცი, 99.9% კახა კალაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი

ნახვები: 564 ირაკლი კობახიძე - 100% არ ვიცი, 99.9% კახა კალაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი

ჩემი პოზიცია არაერთგზის დავაფიქსირე, კახა კალაძე არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე, - ასე უპასუხა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.

ამასთან, კობახიძეს ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „მიდის თუ არა ბიზნესში დედაქალაქის მერი, ვინაიდან კახა კალაძის გუშინდელი განცხადება წასვლა-არ წასვლასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შპს "კალა კაპიტალი" დააფუძნა“.

„100% არ ვიცი, 99.9%... ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“, - აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა