გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

დონალდ ტრამპი - თუ დავინახეთ, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, მტკიცედ ვიმოქმედებთ

ნახვები: 561 დონალდ ტრამპი - თუ დავინახეთ, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, მტკიცედ ვიმოქმედებთ

თუ დავინახავთ, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება, მაშინ მტკიცედ ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ამბოხების შესახებ აქტის გამოყენებას, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, იქნება თუ არა ამბოხი.

„უბრალოდ ადგილზე უნდა იყოთ და ნახოთ, რა ხდება. გუშინ ღამით ლოს ანჯელესში ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით სიტუაციას. იქ ძალადობის ბევრი შემთხვევა იყო. ვნახავთ, რა დაგვჭირდება. ყველაფერს გავგზავნით, რაც კი საჭირო იქნება კანონისა და წესრიგის დასამყარებლად“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება დემონსტრაციებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა