საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
„ქართულ ოცნებას“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. „ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში მიიღებს.
ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით:
მოქმედ კანონში „ცილისწამება“ განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება;
პროექტის მიხედივთ, კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.
მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში მე-14 მუხლით დგინდება, რომ საჯაროპირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.
მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ, მოპასუხე დაამტკიცებს განცხადების გავრცელებისადმი საკუთარ კეთილსინდისიერებას.
კეთილსინდისიერებად ჩაითვლება იმგვარი ვითარება, როდესაც მოპასუხემ, განცხადების გავრცელებამდე, ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ