კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ნახვები: 459 გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ მოსამართლეს სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაედო, გალუსტაშვილმა განაჩენი მაინც გამოაცხადა.

გიორგი ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად განაჩენს პარტიის ოფისში ელოდებოდა.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა