კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს

ნახვები: 534 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს

დონალდ ტრამპთან ბრძოლის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, პუტინი ნამდვილად არ იგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინოს, ევროპასაც შეუძლია დახმარება, ასევე, ზელენსკის თქმით, ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს დრონების ერთად წარმოების პოტენციალი.

“კარგი შეხვედრა მქონდა ჰააგაში აშშ-ის პრეზიდენტთან.

პრეზიდენტ ტრამპს ახლო აღმოსავლეთში წარმატებული ოპერაცია მივულოცე. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ქმედებებმა დაასუსტა არა მხოლოდ მათი [ირანის] ბირთვული პროგრამა, არამედ, ასევე, მათი დრონების წარმოების შესაძლებლობები. გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას.

პრეზიდენტთან ჩვენი ხალხის დაცვა განვიხილეთ - უპირველეს ყოვლისა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, რათა ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხი, ეკლესიები და ინფრასტრუქტურა დავიცვათ. უკრაინა მზად არის ეს აღჭურვილობა იყიდოს და მხარი დაუჭიროს იარაღის ამერიკელ მწარმოებლებს. ევროპას დახმარება შეუძლია. ასევე განვიხილეთ დრონების ერთად წარმოების პოტენციალი. ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია.

პრეზიდენტს ასევე შევატყობინე როგორ წარიმართა სტამბოლში ჩვენი ტექნიკური გუნდების შეხვედრები, ისევე როგორც ტყვეებისა და გარდაცვლილების გაცვლები. რუსეთმა საკუთარი ჯარისკაცების ცხედრები გადმოგვცა. კიევში ამჟამად სასამართლო ექსპერტიზები მიმდინარეობს მათი ნათესავების დასადგენად.

ვისაუბრეთ ვითარებაზე ბრძოლის ხაზზე. პუტინი ნამდვილად არ იგებს. პრეზიდენტს ფაქტები წარვუდგინე რეალურად რა ხდება [ჩვენს] მიწაზე.

მადლობა შეხვედრისთვისა და თქვენი მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი ხალხის შესახებ ნამდვილად კეთილი სიტყვებისთვის. გავაგრძელებთ მუშაობას”, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა