წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება - ამოქმედებულია ცხელი ხაზი
ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები
დავით ნარმანია - ტარიფის მატება უპირველესად, სოციალურად დაუცველებს აწვებათ
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,180 over past day
Trump suggests peace talks could yield results within weeks

ერიკ-ნილს კროსი - სიჩუმე ღალატია, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ

26.06.2025 ნახვები: 434

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით - საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ - დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.

“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.

ჩემი კითხვაა - კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ [სიტყვა] “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის. რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.

ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, არც ერთი.

და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასამბლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.

საერთოდ არავითარი [პირობების] დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ - დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…

მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ - გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.

მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ - ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ - მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…

საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, - განაცხადა კროსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა