მიხეილ სააკაშვილი - ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზშივე დააკავეს
ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი - საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ რეკომენდაციით, გააუქმოს ან საფუძვლიანად გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს

უკრაინაში გარდაცვლილი ვანო ნადირაძის დედა - მე საპატიო ყარაულს არც მოველოდი და არც მჭირდებოდა

30.06.2025 ნახვები: 453

უკრაინაში გარდაცვლილი ვანო ნადირაძის დედა განცხადებს ავრცელებს. ანა მაღრაძე საპატიო ყარაულის არ დახვედრის თემას ეხმაურება და წერს, მის შვილს ღირსეულად დახვდა საზოგადოება და ეს საპატიო ყარაულზე მეტი იყო მისთვის.

მისივე თქმით, ის “არ მოელოდა, რომ საპატიო ყარაულს დაახვედრებდნენ და არც სჭირდებოდა“.

“ჩემ მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები“,-წერს მაღრაძე.

ჩვენო გულშემატკივრებო, მე აქ წავიკითხე რომ წყენას გამოხატავთ, ვანოს საპატიო ყარაულით არ დახვდნენო, მე ამას არც მოველოდი და არც მწყენია, რაც მთავარია, თქვენ ყველა ღირსეულო ადამიანებო, ვინც იქ დახვდით ჩემ ღირსეულ შვილს ღირსეულად, ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი იყავით, ყველას დიდი მადლობა.

მისმა თანამებრძოლებმა, სწორ მხარეს მდგარმა ხალხმა ხელით, საკუთარი მხრებით, საკმაო მანძილზე გამოიყვანეთ ჩემი შვილი და სახლამდე ცრემლით მოაცილეთ ყველამ ერთად

ჩემ მართალ გმირ შვილს დახვდა მართალი, საკმაო რაოდენობის ხალხი, გულწრფელი გულშემატკივრები, რომლებიც ჩემთვის საპატიო ყარაულზეც მეტი ხართ.

ვიმეორებ, მე საპატიო ყარაულს არც მოველოდი და არც მჭირდებოდა. უკრაინამ ღირსეულად გამოაცილა ჩემი გმირი შვილი და თბილისის ლასარეს ტერმინალზე უამრავი ღირსეული ხალხი დახვდა, ჩემ ღირსეულ გმირ, მამაც, შეუპოვარ შვილს.

ის იბრძოდა საქართველოში და უკრაინაში გმირულად. მადლობა ამისთვის ჩემ ვანოს და თქვენ ყველას, ვინც იცით ასეთი გმირების ფასი,- წერს ნადირაძის დედა.

უკრაინაში დაღუპული ვანო ნადირაძის ცხედარი კიევიდან თბილისში ჩამოასვენეს. ქართველი მეომრის ცხედარს თბილისში ნადირაძის მეგობრები, ოჯახის წევრები, მოქალაქეები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ვანო ნადირაძისთავდაცვის სამინისტრომ პატივის მისაგებად საპატიო ყარაული არ დაახვედრა.

გარდაცვლილის ცხედარი მისმა მეგობრებმა გამოასვენეს.

უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა  გახდა. ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კიევის ტაძარშიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა