საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანებას. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ წერს.
სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება პირველი ივლისიდან შევა ძალაში.
როგორც მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, სანქციების მოხსნა არის სტაბილურობისა და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში საუდის არაბეთში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნიდა. როგორც ტრამპმა მაშინ აღნიშნა, სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ