თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო

11.07.2025 ნახვები: 511

ერთ მხარეს პოლიციელები იდგნენ, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებისგან ნასროლი ქვა მომხვდა შუბლის არეში, კეფაში რომ მომხვედროდა, ჩავთვლიდი, რომ პოლიციელებმა მესროლეს. აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა ქვის სროლა, რომელიც მომხვდა შუბლში და დავკარგე გონება, - ამის შესახებ გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა გიორგი ჯანიკაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნულ საქმეში მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

მან კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამოიცნოს თუ ვინ ესროლა ქვა, მან უარყოფითი პასუხი გასცა.

„კონკრეტულად რომ ვიცოდე ვინ მესროლა, ამოცნობილი იქნებოდა და საბრალდებო სკამზე იქნებოდა“, - განაცხადა პოლიციელმა.

მან ისაუბრა, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება.

„ხელმძღვანელობის დავალებით მითხრეს, რომ აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება. მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად წავედი რუსთაველზე, განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით. რუსთაველზე შეკრებილი იყო ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ...

მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა მათი [დემონსტრანტების] მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნივთების დაზიანება, ხის და სხვა საგნების, მათ შორის ბოთლების სროლა და ა.შ. პოლიციელების მისამართით.

იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და იყვნენ აგრესიულებიც…

ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა, დამადეს 5 ნაკერი.

მე არ დამინახავს ვინ მესროლა და ვერ შევძლებ ამოვიცნო რომელიმე, მაგრამ ზოგადად ვგმობ ძალადობას“, - განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა