თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მზია ამაღლობელი - დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა

14.07.2025 ნახვები: 511

ვინმე დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ჩვენებას აძლევს.

როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, ათამდე გამომძიებელი იყო მის საქმეში ჩართული, თუმცა არაფერი გამოიძიეს.

„ჩემს თაობაში მედიაში ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უარი თქვა და ზურგი აქცია მაამებლურ საბჭოთა ჟურნალისტიკას.

მე და ჩემმა მეგობრებმა გაზეთი რომ დავაარსეთ, იმ დროს აჭარაში რუსული ბაზა იყო, ჩოლოქზე საზღვარი გვქონდა დანარჩენ საქართველოსთან. როცა მე და ჩემი მეგობრები ამ უსამართლობაზე ვწერდით, ძალიან მალე მოვიპოვეთ საზოგადოების კეთილგანწყობა.

პროფესიულ, კრიტიკულ ჟურნალისტიკას მთავრობები არ სწყალობენ და ეს არ არის საშიში მაშინ, როცა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს.

ათამდე გამომძიებელი იყო ჩემს საქმეზე ჩართული, მაგრამ არავინ არაფერი გამოიძია.

ვინმე დგებუაძემ „დაიგინა“, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, - აღნიშნა მზია ამაღლობელმა, რომლის სიტყვასაც სასამართლო პროცესიდან გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მზია ამაღლობელის დაკითხვის დაწყებამდე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მზია ამაღლობელის კაბინიდან გამოყვანის და ტრიბუნასთან დაკითხვის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მას მიკროფონი შუშით შემოსაზღვრულ კაბინაში მიაწოდეს.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა