„დიდი შვიდეული“ - ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
„დიდი შვიდეული“ - ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე
ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს

ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება

15.07.2025 ნახვები: 500

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ციხეში ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

ლევან მახარაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება.

„მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, შესაბამისად, ეტლით გადაადგილდება. სავარაუდოდ, მას ტვინის შერყევა აქვს, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, მაგალითად, აღიზიანებს მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტა და აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითარდა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში. მას არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევების სახით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ როგორც გასაუბრებისას განმარტა, რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს. უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატაროს სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსენებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია. ამ საქმეში, გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, ერთ-ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ამ შემთხვევაში, ეს არის პროკურატურა. ის მზად არის, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს“, - განაცხადა მახარაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა