კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ

ნახვები: 513 დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებული ვარ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია, მაგრამ მასთან ურთიერთობა არ დაუსრულებია.

„იმედგაცრუებული ვარ მისით, მაგრამ მასთან ურთიერთობა ჯერ არ დამისრულებია, მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვარ. ოთხჯერ გვქონდა შეთანხმება, შემდეგ კი სახლში მიდიხარ და ხედავ, რომ კიევში მოხუცებულთა თავშესაფარს თავს დაესხნენ. რა ჯანდაბისთვის იყო ეს ყველაფერი? შესანიშნავი საუბარი გვაქვს, ვამბობ: „კარგია, ვფიქრობ, რომ დასრულებასთან ახლოს ვართ“ და შემდეგ ის კიევში შენობას ანგრევს“, - განაცხადა ტრამპმა BBC-სთან ექსკლუზიურ სატელეფონო საუბარში.

კითხვაზე, ენდობა თუ არა ის ვლადიმერ პუტინს, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „მე თითქმის არავის ვენდობი“.

ამასთან, კითხვაზე, როგორ მიაღწევს იმას, რომ პუტინმა სისხლისღვრა შეაჩეროს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვმუშაობთ ამაზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა