Luhansk region transfers General Cherry drones worth UAH 30M to combat brigade
Restoration of Dormition Cathedral may take up to two years, Preserve Director says
EU accession: Zelensky discusses timeline for opening next clusters with Costa and von der Leyen
„დიდი შვიდეული“ - ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
„დიდი შვიდეული“ - ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე
ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...

გორში პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის ორი სამხედრო ჰოსპიტალში, ორი კი „გორმედშია“ მოთავსებული

16.07.2025 ნახვები: 471

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, პოლიციელებზე თავდასხმის შედეგად, ჯამში, 4 სამართალდამცავია დაშავებული, მათ შორის სამს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულ ორივე პაციენტს ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად, ქირურგიული განყოფილების სტაციონარულ პალატაში იმყოფება.

ჯავახიშვილის ინფორმაციითვე, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, „გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, სტაბილურია „გორმედში“ მოთავსებული ორივე პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და საფრთხე არც მათ სიცოცხლეს ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს, მათ შორის სამ პოლიციელს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

„თავდასხმამდე, სამართალდამცველებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ერთ-ერთი ავტომობილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. გაირკვა, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის უფლების არმქონე, არასრულწლოვანი - 2009 წელს დაბადებული ს.ს. მართავდა. ს.ს.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. დაპირისპირებაში ასევე ჩაერთნენ არასრულწლოვნის მამა და მათი ნათესავები, რა დროსაც ს.ს.-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა სამართალდამცველებს დაზიანებები მიაყენეს.

პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული გ.ს., 2009 წელს დაბადებული ს.ს., 1989 წელს დაბადებული ს.ს., 1961 წელს დაბადებული ვ.ს. და 1989 წელს დაბადებული მ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა