ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ანა წითლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო, ვიბრძოლებთ ბოლომდე თავისუფლებისთვის და ევროინტეგრაციისთვის

17.07.2025 ნახვები: 482

„ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ივანიშვილი გაანადგურებს და ვერც ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო“.

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ე.წ პრემიერ მინისტრი, რომელსაც ქუჩაში მარტო გასვლის ეშინია. „ნაციონალური მოძრაობას“ 13 წელია ივანიშვილი და “ოცნება” განადგურებით ემუქრება და ეს გასაგებიც არის- “ნაციონალური მოძრაობასთან” ბრძოლით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ევროინტეგრაცია და თავისუფლების იდეა მოკლას. მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძვის და დგას მყარად. ერთ-ერთი უმთავრესი წინააღმდეგობის მოძრაობა არის, რომელიც 13 წლის განმავლობაში არ დანებდა. “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ის, ვინც რეჟიმის ჩამოცილებაში უდიდეს წვლილს შეიტანს. ამიტომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” თითოეულ ლიდერს გაცნობიერებული აქვს, რა ბრძოლაში ვართ. გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნებით და რეჟიმის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიმართ პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს.

„ქართული ოცნება“ არ შეასრულებს არანაირ ვალდებულებას, მოთხოვნას ევროკავშირთან, რადგან „ოცნებას“ და ივანიშვილს განსაზღვრული აქვთ და არჩევანი აქვთ გაკეთებული რუსების და რუსული გავლენების გაძლიერების სასარგებლოდ, ამიტომაც მოლოდინი იმისი, რომ „ოცნება“ რაღაცას შეცვლის, ამის მოლოდინი არავის არ ჰქონდა, ამიტომაც კობახიძის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, ეს ადამიანები არიან მოღალატეები, რომლებსაც დეკლარირებულად აქვთ ხელი მოწერილი საქართველოს ღალატზე, ამიტომაც ბოლომდე ეცდებიან ბოლომდე გავიდნენ, რაც ნიშნავს საქართველოს სრულ ანექსიას და რუსეთთან მიერთებას. ამ დავალებით არიან ეს ადამიანები და ამ დავალების შესრულებას შეეცდებიან ეს ადამიანები ბოლომდე, მაგრამ ასევე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მოღალატეობრივ მთავრობას, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას, აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს. შესაბამისი პასუხი არის წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩაში, ბევრი ხალხი ქუჩაში და ბრძოლა იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა