ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ
წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების ჩატარებაზე, მათ შორის დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარს იტყვის, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს ვლადიმერ სტეფანიანს პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა ბიურომ „გრანტების კანონის“ საფუძველზე ჟურნალ "ინდიგოს" მიმართ წარმოება დაიწყო - რედაქცია
ე.წ. "ვისკის საქმის" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
მიხეილ სააკაშვილი - ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“
ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III დაეხმარა

ადვოკატი - როდესაც ასობით საქმე უდევთ, სადაც მოქალაქე არა თუ სცემეს, არამედ აწამეს, საგამოძიებო ორგანოებს არც კი გასჩენიათ სურვილი, ინფორმაცია გამოითხოვონ

17.07.2025 ნახვები: 349

წლების განმავლობაში ხდება დარბევა და არაპროპორციული ძალის გამოყენება აქტივისტების მისამართით, ჩვენ ვხედავთ გდდ-ს თანამშრომლებს, შავებში ჩაცმულ პიროვნებებს, რომლებსაც არანაირი იდენტიფიცირების ნიშნები არ აქვს - ჩვენებებიდან ჩანს, რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ყველა მათგანის მოძებნა თავისუფლადაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ გაანცხადა, რომელზეც გდდ-ს თანამშრომლებმა ჩვენება მისცეს.

თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, გდდ-ს თანამშრომლებმა ცალსახად და ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე აღნიშნეს, რომ მათ აქვთ იდენტიფიცირებისთვის კონკრეტული ნომრები.

„დაზარალებულების ნაწილში ახალი არაფერი ყოფილა, ისევ ანალოგიური დაადასტურეს, რასაც შვიდი თვის წინ ამბობდნენ, მაგრამ საინტერესო რაც იყო, ცალსახად და ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე აღნიშნეს ამ პიროვნებებმა, რომ ჩვენ გვაქვსო იდენტიფიცირებისთვის კონკრეტული ნომრები. მათ შორის კონკრეტულმა პიროვნებებმა ნომრებიც დაასახელეს. მათ აღნიშნეს, რომ ეს არ არის შემთხვევითი, მეტიც სადღაც გდდ-ში ინახება კონკრეტული დოკუმენტი. ეს აჩვენებს, რომ მაშინ, როცა ბიჭებს ედავებიან შეთხზული ბრალით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სხვა ორგანოებს ასობით საქმე უდევთ, სადაც მოქალაქე არა თუ სცემეს, არამედ აწამეს, ასეთ შემთხვევაში არც კი გასჩენია რომელიმე საგამოძიებო ორგანოს იმის სურვილი და განზრახვა არ ჰქონია, რომ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია. არ დაუსახელებიათ ამ პიროვნებებს, მაგრამ ისიც საინტერესოა, სად აწერიათ ზუსტად და რა მოცულობით იმიტომ, რომ თუ ეს ვიდეოში არ გამოჩნდა ან ისეთ ადგილას არის მიწერილი, რომ მხოლოდ ამ პიროვნებამ იცის, ამის მიზნობრიობა ცოტა რთული გასაგებია. როდესაც ჩვენ ტელევიზიებიდან ვხედავთ, როგორ ძალადობენ, ჩვენებებიდან ჩანს, რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება, ყველა მათგანის მოძებნა თავისუფლადაა შესაძლებელი“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა