ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ბადრი ჯაფარიძე - სატუსაღოში იმისთვის ვართ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიგვეღო და ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგაც

18.07.2025 ნახვები: 419

„ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც „ფეისბუქის“ მის გვერდზე გავრცელდა.

როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იქნებოდა, რომ არცერთ ეროვნულ, პროდასავლურ, პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია.

„როცა საუბარია, რომ ვერ მოხდა საბრძოლო ველზე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შესვლა მუნიციპალური არჩევნებში, ამას მოჰყვება ხოლმე კომენტარი, რომ ოპოზიციის მონაწილეობა ამ არჩევნებში, ალბათ „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარია. სინამდვილეში კი პირიქით - „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური იქნებოდა, რომ არცერთი ეროვნული, პროდასავლური, პოლიტიკური ჯგუფი არ შესულიყო ამ ბრძოლის ველზე, რაც საშუალებას მისცემდა მას დაუბრკოლებლად, მუნიციპალიტეტების დონეზე, მოეხდინა ძალაუფლების სრული კონცენტრაცია და ძირითადი პოლიტიკური აქტორების მარგინალიზაცია, რადგან მათი მიზანი პოლიტიკური ოპონენტების განადგურებაა.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღეთ, რომ შევიდეთ ბრძოლაში და ხელი შევუშალოთ „ქართულ ოცნებას“ ზემოთხსენებული მიზნების განხორციელებაში.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური სცენარი იყო 4 ოქტომბერს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მისთვის კომფორტულად ჩაეტარებინა მუნიციპალური არჩევნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ!

იმისათვის, რომ „ძლიერ საქართველოსა“ და გახარიას პარტიას არ მიგვეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, სწორედ ამიტომ ვიმყოფებით “ძლიერი საქართველოს” ლიდერები სატუსაღოში და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს საქმის საქმეზე აღძვრა გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, - წერს ბადრი ჯაფარიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა