ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

18.07.2025 ნახვები: 455

 

თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ლიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული თიბისი ჯგუფის წევრი, CNBC-ისა და Statista-ს მიერ ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად იქნა აღიარებული. თიბისი უზბეკეთი პირველი და ერთადერთი კომპანია, როგორც უზბეკეთიდან, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონიდან, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა.

CNBC-ისა და Statista-ს შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სია ფინტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს. ის ეფუძნება ძირითადი მაჩვენებლების სიღრმისეულ ანალიზს, როგორიცაა შემოსავალი, მომგებიანობა და სხვა ფინანსური მაჩვენებლები, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა, სესხებისა და დეპოზიტების პორტფელის ზრდა, ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი და პერსონალის მონაცემები.


თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემა 19.7 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის უდიდეს ციფრულ ბანკს TBC UZ-ს, ციფრული გადახდების აპლიკაციას Payme-ს, BNPL ბიზნეს Payme Nasiya-ს და TBC დაზღვევას. მისი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელება ასახავს ციფრული ბანკინგის სწრაფ ზრდას და მაღალ მომგებიანობას, ასევე მის მისწრაფებას - უზრუნველყოს საუკეთესო, სრულად ციფრული ფინანსური მომსახურება ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში.

 

„თიბისისთვის დიდი პატივია გახდეს უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირველი და ერთადერთი ბიზნესი, 
რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელდა. მადლიერები ვართ, რომ ქვეყანაში
ჩვენი სწრაფი, უწყვეტი და მომგებიანი ზრდა, ინოვაციებისადმი ერთგულების პარალელურად, საერთაშორისო
საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. უზბეკეთი ციფრული ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე
საინტერესო და სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ, რომ ლიდერები ვართ და მუდმივად
ვაუმჯობესებთ ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებას ქვეყანაში. CNBC-ისა და Statista-ს აღიარება,
როგორც თიბისის უზბეკეთში დღემდე მიღწეული წარმატების, ასევე ქვეყნის საერთო განვითარების დასტურია,
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის შეთავაზების დივერსიფიკაციას და
ჩვენი ეკოსისტემის განვითარებას“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი.

თიბისი უზბეკეთი აგრძელებს თავისი შეთავაზების გაფართოებას და უზბეკეთში ქმნის ყოვლისმომცველ
ციფრულ ეკოსისტემას მომხმარებლების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში
კომპანიამ გააუმჯობესა და მნიშვნელოვნად გააფართოვა ახალი პროდუქტების ფართო სპექტრი,
მათ შორის: Salom Card სადებეტო ბარათი, Osmon საკრედიტო ბარათი, TBC ბიზნეს საბანკო და საკრედიტო
მომსახურება, ასევე TBC დაზღვევა. ივნისში თიბისი უზბეკეთმა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS-პლატფორმა
BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უზბეკეთში მცირე და
საშუალო ბიზნესებისთვის (SME) შეთავაზებები გააფართოოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა