ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

რიკარდ იოზვიაკი - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია

22.07.2025 ნახვები: 466

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრად საუბრობს - მაგრამ რბილად მოქმედებს“.

რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 ივლისს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით „რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს“.

„თუმცა, ევროკომისიამ თბილისს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გააფრთხილა, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე რამდენიმე პირობა არ დაკმაყოფილდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიები შეიძლება შეჩერდეს. კითხვა იმაში მდგომაროებს, თუ რამდენად სერიოზულია ეს საბოლოო ვადა, საქართველოს მთავრობა შეიცვლის თუ არა კურსს და რამდენად სერიოზულია ბრიუსელის ნება, რომ იმოქმედოს, თუ თბილისი კურსს არ შეიცვლის?“, - წერს იოზვიაკი.

მისი თქმით, შეხვედრაზე თავიდანვე ნათელი იყო, რომ სანქციები და ორი ქართველი მოსამართლისთვის აქტივების გაყინვა და მიმოსვლის აკრძალვა არც კი განიხილებოდა, რადგან უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერდნენ.

„გასაკვირია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების გადახედვის დაწყების არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. რეალური შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ მინისტრები ამ საკითხს ოქტომბერში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრის დროს დაუბრუნდნენ. ასე რომ, თბილისზე ზეწოლის განხორციელების დარჩენილ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის შეჩერება რჩება, ნაბიჯი, რომლის გასააქტიურებლადაც კვალიფიციური უმრავლესობა გახდება საჭირო“, - აღნიშნავს ავტორი.

იოზვიაკი წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით „მსგავსი უმრავლესობა ჩნდება, თუმცა წევრებს შორის საკითხი არაპოპულარულია“.

„იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით რვა წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს და ამრიგად, არაპროპორციული იქნება“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა