ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

რეზო კიკნაძე - იბრძოლეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ

23.07.2025 ნახვები: 485

„ქოც“ ექიმს კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ, უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა, ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხდე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, მას საკანში ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა „ქოცური“ არხების ინტენსიურად ჩართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო, შედეგად კი დასაჯეს და ორი კვირაა თანამესაკნე აღარ ჰყავს.

„უსამართლობის და სიბნელის წინააღმდეგ იბრძოლეთ ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ: სამსახურში, ტრანსპორტში, მაღაზიაში...მე სამოქმედო არეალი შემიმცირეს, მაგრამ როგორც და სადაც შემიძლია, ვცდილობ ამოვიღო ხმა იმაზე, რაც არასწორია, თუნდაც ამისთვის ბევრს შევძულდე. აქაური „ქოც“ ექიმს კაბინეტში მთელი საათი გაუჩერებლად ვამცირებდი, დავცინოდი და გაუნათლებელ, უვიცებად ვნათლავდი ყველას, ვისაც 16-წლიანი ერთპარტიულობა და დიქტატურა ნორმალურად მიაჩნდა, ოლიგარქი ბიძინა უყვარდა. ექიმმა იმით დამსაჯა, რომ წამალი არ მომცა, მაგრამ სახეზე რომ შევხდე, დასჯილს ის უფრო ჰგავდა. საკანში ხელჩართული ჩხუბი მომივიდა „ქოცურ“ არხებზე ინტენსიურად გადართვისა და რუსული სიმღერების მოსმენის გამო. რა თქმა უნდა, ეს ორივე ამორალური რაღაც მე ავკრძალე. დამსაჯეს იმით, რომ ორი კვირაა თანამესაკნე აღარ მყავს. რთულია, მაგრამ გადავიტან“,-წერს კიკნაძე.

ამასთან, წერილში აღნიშნავს, რომ ანწუხელიძისნაირი პატრიოტები აძლევენ მოტივაციას და ძალას. მისივე თქმით, არ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც მერაბ კოსტავა და ანწუხელიძე ცხოვრობდნენ რუსებმა გაიმარჯვონ.

„ბოლოს სასამართლოდან იმის გამო გამომაძევეს, რომ ამბროსი ხელაია ვახსენე, შენს პროცესთან კავშირში არ არისო. ამბროსი იყო კათოლიკოსი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ეკლესიის გარუსების წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარა...ზოგჯერ შემომიტევს ხოლმე ნიჰილიზმი და დაწუწუნება მინდება, მაგრამ მაშინვე მერაბ კოსტავა მახსენდება, თუ რა გამოიარა, რამდენს გაუძლო და დაწუწუნების და ჩივილის უფლებას არ ვაძლევ თავს. სწორედ მერაბის და ანწუხელიძისნაირი პატრიოტები მაძლევენ მოტივაციას და ძალას. არ შეიძლება, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, რუსებმა გაიმარჯვონ და ვერც გაიმარჯვებენ! ის ალქაჯი ამბობს: „უაზროდ განწირული სიცოცხლეო“, უაზრო მისი ცხოვრებაა. სიცოცხლის შემდეგადაც მხოლოდ წყევლით გაიხსენებენ, არც სადღეგრძელოს იტყვის ვინმე მასზე და ყვავილებსაც არავინ მიიტანს მის საფლავზე. კოსტავა და ანწუხელიძე ყოველთვის უკვდავები იქნებიან“, - წერს რეზო კიკნაძე წერილში, რომელიც 17 ივლისით თარიღდება.

ინფორმაციისთვის, რეზო კიკნაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა