საქართველო-ირანის ურთიერთობები და საგარეო-პოლიტიკური ტენდენციები: ფაქტები, მოვლენები და ღია წყაროები
ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს, დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ - დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილშია ნათქვამი, რითაც ის პოლიტიკური ერთობის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ, ასევე, საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.
„მისასალმებელია ზურა გირჩი ჯაფარიძის ინიციატივა, სრულად ვიზიარებ მის მოსაზრებებს ერთიანობისა და საერთო ბრძოლის გაგრძელების შესახებ.
საქართველო გაერთიანების გარეშე ვერ გაიმარჯვებს.
დღეს ქვეყანაში ივანიშვილის რუსული ავტოკრატია ყველა საშუალებით იბრძვის გადარჩენისთვის და თუ რეალური ალტერნატივა არ შევთავაზეთ საზოგადოებას, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რეჟიმის ატანა.
საზოგადოება ელოდება ქმედით ნაბიჯებს.
უნდა დავიწყოთ არა მორიგი საუბარი, არამედ რეალური გაერთიანებისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, ამის 8-პუნქტიანი გეგმა არსებობს და საჭიროა მივყვეთ მას.
ვთავაზობ ყველა პროდასავლურ პარტიას, სამოქალაქო მოძრაობას, საპროტესტო ჯგუფებს დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, სადაც ერთიანობა ნიშნავს საერთო ბრენდს და ერთიან ფრონტს ივანიშვილის წინააღმდეგ. ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს, არა ფასადური, არამედ რეალური, ქმედითი, მძლავრი ალტერნატივა.
დრო აღარ იცდის, ხალხი ჩვენს გაერთიანებას ითხოვს!
გაერთიანება საქმით და არა სიტყვებით!
თუ ახლა არა - მაშინ როდის?!”- წერს გიორგი ვაშაძე წერილში.
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელ
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ