ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

ანდრო ჭიჭინაძე - მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც - ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს!

29.07.2025 ნახვები: 387

რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს შეწყალების მოთხოვნას და ბოდიშის მოხდას, რადგან ბრალდება, რაც მას და მასთან დაკავებულებს აქვთ წაყენებული, გამოგონილია.

„პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ [მოსამართლეს] დამასრულებინოთ, დიდი ხანი არ დამჭირდება და არც ამ თემას არ დავუბრუნდები…

ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე თავად იარაღი. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხება დანარჩენებსაც. სინამდვილეში, საკითხი დგას ასე: - ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლიათ შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველზე დარბოდნენ….

მე არავის დასჯა და დაჭერა არ მინდა. რაც შეეხება ბრალდებას, ის არის მოგონილი. ის ვიდეოები, რაც აქვს პროკურატურას წარმოდგენილი, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, ამით არანაირი დანაშაული არ დგინდებოდა და მერე მოიგონეს ჯგუფურობა და ამით კი კიდევ უფრო შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში.

მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს ნამდვილად არ ვილაპარაკებდი.

მე არ უარვყოფ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს - იქ ჩანს, რომ ამ ქმედებით არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია დღევანდელ დროში გადავამოწმოთ, იმიტომ, რომ რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვართვას ან წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც. ინფორმაციის გადამოწმება კიდევ შესაძლებელია“, განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ანდრო ჭიჭინაძის პოზიცია სხვა ბრალდებულებმაც გაიზიარეს. როგორც მათ აღნიშნეს, ბოდიშის მოხდის და შეწყალებისთვის მიმართვის საჭიროება და აუცილებლობა არც მათ აქვთ, რადგან წაყენებული ბრალით არანაირი დანაშაული არ უდგინდებათ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა