კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა

ნახვები: 467 აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა

დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

ტემი ბრიუსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა.

„ის [დონალდ ტრამპი] მომთმენი იყო და ეს, ალბათ, ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა. ვფიქრობ, არასწორი ინტერპრეტაციების დრო გავიდა“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ნაწილია.

„პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან ის სერიოზული ადამიანია და ამის შედეგებს მთელ მსოფლიოში ვხედავთ. პრეზიდენტი არ არის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად იღებს. ცხადია, ეს თავიდანვე განიხილებოდა და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა