კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

თინა ბოკუჩავა - რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს

ნახვები: 510 თინა ბოკუჩავა - რევოლუციის თარიღი წინსწრებად არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს

რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება - ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლობაა, რაც „დასავლეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქმება”.

„რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, მუდმივი შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. უფრო კონკრეტულად ეს მოქმედებები არის: 1. რეჟიმთან არ თანამშრომლობა; 2. რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ; 3. საერთო, სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური პროტესტის გზით; 4. მძიმე, ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილზე და მისი რეჟიმის წევრებზე; 5. ამ ამოცანების გარშემო დემოკრატიულ-პოლიტიკური ძალების რეალური კონსოლიდაცია და ერთიანობა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არამხოლოდ წამყვანი პოლიტიკური ძალა, არამედ სანდო პარტნიორია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა