კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ჯეჯელატო - იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ნახვები: 459 ჯეჯელატო - იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

 

ჯელატო ბედნიერებასა და ცხოვრებით ტკბობასთან ასოცირდება. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყოთ, საკმარისია, იტალიური ნაყინი დავაგემოვნოთ და ყველაფერი იდეალურ ელფერს იძენს. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჯეჯელატოს კონცეფციაც — „ჯეჯელატო, თქვენი ტკბილი თავგადასავალი“.

 

თავად ბრენდის თავგადასავალი 2019 წლიდან იწყება, როდესაც შპს დარეგისტრირდა, ხოლო პირველი ფილიალი კი 2020-ში, პანდემიის პირობებში, ფალიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა. მიუხედავად გამოწვევებისა, GeGelato-მ მაინც შეძლო გაფართოება და უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს საქართველოში.

ჯეჯელატოს ყველა ნაყინი იტალიური ტექნოლოგიით და იტალიიდან ჩამოტანილი აპარატურითა თუ პროდუქციით იწარმოება. ასევე, თანამშრომლობენ იტალიელ შეფებთან და მენიუში მუდმივად 25-30 განსხვავებული გემო აქვთ, თუმცა საერთო გემოების რაოდენობა 60-მდეც აღწევს. ჯეჯელატოში თითქმის ყველა ნაყინი უგლუტენოა, როგორც რძიანი ისე ვეგანური. „როცა მომხმარებელი ჩვენს ნაყინს აგემოვნებს და მის თვალებში სიამოვნების ნაპერწკალს ვხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ჩანაფიქრი სრულდება“, - ამბობს მარიამ უჩანეიშვილი, ჯეჯელატოს დამფუძნებელი.

„უკვე წლებია, მე და ჩემი მეუღლე სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენებზე დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დროთა განმავლობაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო ადამიანი გავიცანით, რომლებთან კავშირმაც გადაგვაწყვეტინა, ჩვენც გვეცადა ბედი გასტრონომიის მიმართულებით.

გარდა ნაყინისა, ბრენდი მომხმარებლებს განსხვავებულ დესერტებს, ბელგიურ ვაფლებს, იტალიურ ბურთულებიან ჩაის (Bubble tea), ასევე ცხელ და ცივ სასმელებს სთავაზობს.

ამ მოცემულობამდე მოსვლა გარკვეულ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ეკონომიკურ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში შეეხო, ჯეჯელატო პირველ ნაბიჯებს დგამდა. ასეთ პერიოდში კი რთული იყო სანდო პარტნიორის პოვნა და სტაბილურობის შენარჩუნება. მიუხედავად ამ გამოწვევისა, მარიამმა, თავის გუნდთან ერთად, მაინც შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც საფინანსო ორგანიზაციებისთვის სანდო პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს.

„თიბისის წვლილი ძალიან დიდია ჯეჯელატოს განვითარებაში, რადგან ნებისმიერი იდეის განხორციელებაში გივჭერენ მხარს. თან, საკმაოდ კომფორტული სერვისები და მომსახურება აქვთ, რაც აუცილებელია სწრაფი, უწყვეტი პროგრესისთვის“, — ამბობს მარიამ უჩანეიშვილი.

ჯეჯელატოს სამომავლო გეგმები არა მარტო ობიექტების გაფართოებას, არამედ წარმოების გაზრდას უკავშირდება. ამ ახალ გზაზე კი მთავარ დასაყრდენად კომპანია კვლავ თიბისის განიხილავს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა