ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი მიიღო

31.07.2025 ნახვები: 472

უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურისთვის დამოუკიდებლობის აღდგენას ითვალისწინებს, მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა.

შეგახსენებთ, 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის ოფისმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს 19 თანამშრომლის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. მეორე დღეს, უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოკიდებული ხდებოდნენ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტს ხელი 22 ივლისის საღამოს მოაწერა. მიღებული კანონის წინააღმდეგ უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

საზოგადოებისა და ევროკავშირის გამოხმაურების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა 24 ივლისს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმაღლეს რადაში საკუთარი კანონპროექტი წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა