ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

სალომე სამადაშვილი - ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიიციით

02.08.2025 ნახვები: 462

ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიიციით. - ასეთი ეხმიანება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აქტივისტ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე სასამართლოს თანხმობას. 
 
სამადაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ყველას ფილმი "მონანიება გაახსენა.
 
"ალბათ ყველას 'მონანიება' გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ.
მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც", - აცხადებს სამადაშვილი. 
 
ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა