ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

გიორგი ცინარიძე - ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად

03.08.2025 ნახვები: 458

„ლელოს“ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ცინარიძე შეუერთდა.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ცინარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაგიზიაროთ.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის გუნდის იდეალებზე და საერთო ხედვაზე დამყარებულ გზას ნიშნავდა. ამ წლების განმავლობაში ვიყავი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი — გუნდის, რომლებთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და რომლის მრავალ ღირსეულ წევრთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამაყე იყო.

დღეს კი ღირსეულად, შიდა დაპირისპირების გარეშე, ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში“ და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის“-თან ერთად.

ეს გადაწყვეტილება სიფრთხილით, ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივიღე. მჯერა, რომ „ლელოში“ შემიძლია უკეთ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო — განვითარება, პასუხისმგებლობა და ცვლილებების ძალა.

სპორტის მოყვარულებისთვის კი სპორტული მაგალითი მინდა მოვიყვანო:

წარმოიდგინეთ, თუ გუნდი ფეხბურთში მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან შეტევას ცდილობს , დაცვას ადვილად შეუძლია გამკლავება. ჩვენ კი ვირჩევთ შეტევას მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდან — ასეთ დროს დაცვა ვერ უძლებს და გოლი გარდაუვალია. გოლი კი ნიშნავს გამარჯვებას.

გზა წინ არის. იწყება ახალი ეტაპი.

არა ბოიკოტს !“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა