ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

მზია ამაღლობელი - არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ - თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!

04.08.2025 ნახვები: 420

ხშირად ვხედავ ჩვენს პარტნიორებსა და ელჩებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ - ამას არ აღვიქვამ, როგორც პერსონალურ მხარდაჭერას, ამას როგორც ევროპული მომავლის მხარდაჭერას, ისე აღვიქვამ, მარტო არ ვართ დიქტატურასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტად საზოგადოების სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს გადარჩა.

„ადვოკატები არგუმენტებითა და მტკიცებულებებით საუბრობენ, მათ შეძლეს ადამიანების ნდობა შენარჩუნებულიყო, დაიმახსოვრეთ მათი სახელი და გვარები, ისინი ქართული მართლმსაჯულების საყრდენი გახდებიან, ჩემი პატივისცემა მათ. ამ დარბაზში, ჩემგან მარცხენა მხარეს, ხშირად ვხედავ ჩვენს პარტნიორებსა და ელჩებს, იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ, ეს ამბავი კი ძალიან მახარებს. ამას არ აღვიქვამ, როგორც პერსონალურ მხარდაჭერას, ამას როგორც ევროპული მომავლის მხარდაჭერად აღვიქვამ. მარტო არ ვართ დიქტატურასთან ბრძოლაში, მადლობა საქართველოს მეგობრებს.

მადლობა ჩემს კოლეგებს, მედიაში მომუშავე ყველა პირს, სამოქალაქო სექტორს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა მოქალაქეს, რომლებიც წინააღმდეგობას წარმოადგენთ, სადაც არ უნდა იყოთ. განუზომელი ენერგია მოდის თქვენგან. სოლიდარობის შედეგია, რომ შიმშილობის დროს გადავრჩი. დრო კვლავ არის ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის.

ბოდიშიც მაქვს მოსახდელი, ჩემი ოჯახის, მეგობრების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გუნდისთვის, ვწუხვარ,რომ ყველაზე რთულ და ამავდროულად მნიშვნელოვან დროს თქვენთან არ ვარ

არ გატყდეთ! ჩემმა პატიმრობამ არ დაგასუსტოთ, მე თქვენი მჯერა, როგორი მტრული და საფრთხის შემცველი გარემოც არ უნდა იყოს, თქვენი ყველა ნაბიჯი ღირსეული იქნება.

თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ!“- განაცხადა მზია ამაღლობელმა.

ამასთან, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელმა მისი დაკავების დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა. როგორც ამაღლობელმა აღნიშნა, ის ფეხშიშველი და შეურაცხყოფილი იჯდა პოლიციის განყოფილებაში.

“ქალბატონო მოსამართლე, ამის კადრები არ მაქვს, ამიტომ კადრად წარმოიდგინეთ ის, რასაც მოგიყვებით - მშვიდ გარემოში მოულოდნელად ჩნდება პოლიცია, მაქცევს შუაში და ძირს ვეცემი... ახლა მეორე ეპიზოდი წარმოიდგინეთ, ეს სილის გაწვნის შემდეგი ეტაპია - ფეხშიშველი, შეურაცხყოფილი პოლიციის განყოფილებაში ვზივარ - ხმაურით და გინებით ოთახში მოიწევს პირი. ძალიან ცუდია, რომ ვერ დავიმახსოვრე, მათი სახელი, ვინც ამას ამარიდა. მადლობა ეკუთვნით მათ. ეს შემოვარდნები და გინებები სამჯერ გამეორდა. ყოველი შემდეგი შემოვარდნა იმაზე უარესი იყო ვიდრე წინა. ბოლო შემოვარდნაზე სახეში შემაფურთხა - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეტყოდნენ „ჩაიფ...ას“, „არ გაიყვანოთ“. ეს პირი „დაზარალებული“ ირაკლი დგებუაძეა“,- აღნიშნა ამაღლობელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა