ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

სალომე ზურაბიშვილი - მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ

04.08.2025 ნახვები: 445

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მზია ამაღლობელის საქმეზე, სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, სისტემის მიზანი მისი სულიერად გატეხაა.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის პოლიტიკური დევნა. მზია ამაღლობელს გაუთავებელ შეფერხებებსა და არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ, რათა მისი სული გატეხონ. სისტემას ჰქონდა ყველა საჭირო დრო. ეს არ არის სამართლიანობის გადადება - ეს არის სამართლიანობის ბოროტად გამოყენება“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე, ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა