ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახალი ძლიერი სანქციები რუსეთს მშვიდობისკენ კიდევ უფრო უბიძგებს

05.08.2025 ნახვები: 403

ყველა პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც რუსეთის იზოლირებას ახდენს, მშვიდობის მიღწევას ხელს უწყობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთი მხოლოდ ერთი მიზეზით აჭიანურებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, მას ომის გაგრძელების ფინანსური რესურსი აქვს. ყველა სანქცია, რომელიც რუსეთის შესაძლებლობებს ზღუდავს, ხელს უწყობს მშვიდობის მიღწევას. ყველა იარაღი, რომელიც აძლიერებს უკრაინას, მშვიდობის მიღწევას ხელს უწყობს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე ზეწოლისთვის აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობას უხდის.

„პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მონდომებისთვის, რომ ეს ომი დაასრულოს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული შესაბამისი ზეწოლისთვის. რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა და ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები, ახალი ძლიერი სანქციები რუსეთს მშვიდობისკენ კიდევ უფრო უბიძგებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა