ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" - მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ

05.08.2025 ნახვები: 449

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" მამუკა ხაზარაძის მეუღლის უძრავი ქონების ქირავნობის საკითხთან დაკავშირებით პასუხობს: 

"მათ ენაზე ვეტყვი - რა "მელკი" ხალხიც არიან, ისეთივე "მელკი და მეშჩან" თემებს დასდევენ. ბოლო რამდენიმე დღეა, ოლიგარქის ლეკვების შეტევის მთავარი ობიექტი "ლელო - ძლიერი საქართველო" გახდა, გასაგებია ვაწუხებთ... 

პირველ რიგში საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის შექმნილ კომპანიებს წელიწადში ასობით მილიონი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში, შესაბამისად ამ ოჯახის მილიარდობით გადასახადია ქვეყნის ეროვნულ ბიუჯტეში შეტანილი წლების განმავლობაში, და რომ არა ეს ყოვლად კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ეს თანხები უნდა ხმარდებოდეს სწორედ ქართველი ხალხის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. 

ამიტომ განსხვავებით ტოტალურ კორუიფციაში ჩამხრჩვალი პაპუაშვილსიგან მდინარაძისგან და კობახიძისგან, თუ ვინმეს აქვს შეტანილი თანხები ეროვნულ ბიუჯეტში და არა გამოტანილი და მოპარული, ეს არის სწორედ მამუკა ხაზარაძე. 

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ეს არის მარტივი საკიტხი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ლამის მთელი კვირაა თითზე იხვევს, მაგრამ ყველაფერი არის მარტივად, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას. პრობლემა იქნა ოჯახის მიერ აღმოჩენილია და ამას ხაზი მინდა გავუსვა. ოჯახის მიმართვის საფუძველზე მიეცა ამ ყველაფერს მსვლელობა და ოჯახის ინიციატივითვე ამოიწურა ეს საკითხი სრულად."

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა