ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

06.08.2025 ნახვები: 416

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი სანქციები რუსეთზე ზეწოლის გაზრდის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე არ დათანხმდება.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესების საკითხი ოთხშაბათს მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ვიზიტის შედეგებზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებით დაბრუნდება უიტკოფი. თუ ის ყოველგვარი შედეგის გარეშე დაბრუნდება, მაშინ ტრამპი გაბრაზდება“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტომდე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ დონალდ ტრამპი „მტკივნეულ სანქციებს“ დააწესებს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ პუტინი ომის დასრულებას არ დათანხმდება, მაშინ მტკივნეული სანქციები იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა