ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

დავით ძიძიშვილი - ყველას ჩვენი ომი გვაქვს რუსეთთან მოსაგები

07.08.2025 ნახვები: 379

"რუსეთ-საქართველოს ომის 2008 წლის მონაკვეთი 7 აგვისტოს დაიწყო რუსეთმა, აცხადებს პოლიტიკის ანალიტიკოსო დავით ძიძიშვილი. 

მისი თქმით, რუსეთის მიზანი დამოუკიდებელი საქართველოს განადგურება იყო.

"დაიწყო იმიტომ რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია შეეჩერებინა (დამოუკიდებელი საქართველოს განადგურება სულ უნდიდა, მაგრამ კონკრეტულად მაგ მონაკვეთის მიზანი ეგ იყო).

სამწუხაროდ მაშინ ჩვენი პარტნიორების დიდი ნაწილი მზად მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა, რომ ქვეყნის სრული ოკუპაციისგან დაცვაში დაგვხმარებიდნენ, მაგრამ ამის შემდეგ რაც უნდა მომხდარიყო, მაგ ნაბიჯების გადადგმა არ მოხდა (რატომ და ვისი ბრალეულობით მაგაზე პასუხი ალბათ თავად ნატომ და ევროკავშირმა უნდა ეძებოს, თუ უკვე არ აქვთ ნაპოვნი).

მერე რუსეთმა ეს პროცესი 2012 წელს ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მოყვანით შეაფერხა. ჯერ ნატოში ინტეგრაცია ჩახსნა პრიორიტეტებიდან და ვითომ ევროკავშირის გზას დაადგა და 2024 წლის 28 ნოემბერს საჯაროდ თქვა, რომ არც ევროკავშირში არ მიჰყავს ქვეყანა.

ჰოდა ასე მოვედით აქამდე. მოცემულობამდე, როცა რუსეთს ჯერ იქ უნდა მოვუგოთ სადაც 2008 ში გვეგონა რომ არ მივუშვით და მერე აუცილებლად ცხინვალში და სოხუმში.

ამისთვის ზოგმა ჯერ თავის თავში უნდა დაამარცხოს რუსეთი, ზოგმა თავის ოჯახში, ზოგმაც თავის მეგობრებში და ნათესავებში. . . და მერე ყველა ერთად გავიმარჯვებთ. . .

ჰო, ყველას ჩვენი ომი გვაქვს რუსეთთან მოსაგები. . .

ამ ომზე უნდა ვკონცენტრირდეთ", აცხადებს ძიძიშვილი. 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა