კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

„ლელო“ ინფორმაციაზე, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება - “ლელო” „ტესტავს“ რამდენიმე სახეს, ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, ვინ იქნება მერობის კანდიდატი

ნახვები: 498 „ლელო“ ინფორმაციაზე, რომ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება - “ლელო” „ტესტავს“ რამდენიმე სახეს, ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, ვინ იქნება მერობის კანდიდატი

“ლელო”, როგორც აქამდე განაცხადა, მერობის კანდიდატად „ტესტავს“ რამდენიმე სახეს. ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ ვინ იქნება თბილისში, „ლელოს“ და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებული მერობის კანდიდატი, - ასე პასუხობს „ლელო - ძლიერი საქართველო“ „ინტერპრესნიუსთან“ კითხვას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურა განიხილება.

შეგახსენებთ, რომ პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში მცხოვრებლებს შორის ატარებენ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ ვის ისურვებდნენ დედაქალაქში მერობის კანდიდატად. კითხვარი არაერთი პირის სახელსა და გვარს მოიცავს, რომლებიც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატებად მოიაზრებიან.

ცნობისთვის, ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე „პოსტTV”-მ გაავრცელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა