ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი, კობახიძე საქართველოს ტოვებენ დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე

08.08.2025 ნახვები: 459

„ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში - „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები საქართველოს ტოვებენ დაცვის გარეშე და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა! სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, პერმანენტულად ადანაშაულებენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში.

ამ წლების განმავლობაში, მრავალჯერ დამტკიცდა და დადასტურდა, რომ პუტინმა და რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ, თავდასხმის შედეგად ასობით ჩვენი მოქალაქე მოკლა. შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე, ისინი, რომლებიც პუტინის მსგავსი გზავნილებით ესაუბრებიან ქართულ საზოგადოებას, მოღალატეობრივ საქმიანობაში არიან ჩართულები, საქართველოს სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, თავდასხმის, ომის [რომელიც აწარმოვა რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ საქართველოს წინააღმდეგ] საპასუხოდ ავაშენოთ სამართლებრივი, დემოკრატიული, ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც მზად იქნება პარტნიორებთან ერთად დაიცვას საკუთარი თავი.

ამისთვის გვჭირდება ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რასაც ანადგურებს და კლავს „ქართული ოცნება“, ივანიშვილი, კობახიძე და სხვები. ისინი ტოვებენ საქართველოს დაცვის და საერთაშორისო პარტნიორების გარეშე. ამ ყველაფერს ერთი პასუხი სჭირდება, „ქართული ოცნების“ დასჯა, სილის გაწვნა! მათი გაშვება ხელისუფლებიდან“,- აღნიშნა კუპრაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.

„8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა