კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ნახვები: 484 აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულები - დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი, რომელთაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ 4,6-4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულებმა მცირე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს.

„ჩემი სათქმელო ის არის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიხილოს ეს საქმე. მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც სამართლიანი იქნება, თავს ვთვლი უდანაშაულოდ“, - განაცხადა დავით ლომიძემ.

მას დაეთანხმა თემურ ზასოხაშვილიც.

„ანალოგიურად, მეც თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ“, - განაცხადა ზასოხაშვილმა.

ბრალდებულების სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

ცნობისთვის, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ასევე, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა