ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ლევან ხაბეიშვილი - რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?!

08.08.2025 ნახვები: 438

რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! - პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნები““ლიდერების განცხადებებს.

როგორც ხაბეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად უნდა დაემხოს“.

„რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!

გვეყოს „წუწუნი“! საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! - დრო აღარ ითმენს! 4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.

„8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა