ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.

09.08.2025 ნახვები: 479


პოლიტიკოსი აცხადებს, რომ სასამართლოს მანდატურების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდაა. საქმე ეხება მათე დევიძის სასამართლო პროცესის შემდეგ მომხდარ ფაქტს, როდესაც მას რამდენიმე მანდატური დაესხა თავს, ფიზკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ გამოკეტილი.


„ჩემი საჩივრის საფუძველზე მოვედი გამოკითხვაზე, საქმე ეხება მათე დევიძის განაჩენის დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თავს დამესხა მანდატურის სამსახური, რომელიც არის ივანიშვილის კარზე ახლად ფორმირებული ზონდერ დაგჯგუფება, რომელიც ყოველ დღე მოქალაქეებზე ძალადობს სასამართლოში. ჩემ შემთხვევაშიც ესე იყო. დამაკავეს აბსოლუტურად უკანონოდ და იძალადეს, მე არ მაქვს ილუზია, რომ გამოძიება სწორად წარიმართება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ ვიჩივლეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ახლა კი, გამოკითხვაზე პროკურატურაში მოვედი, უბრალოდ, მე ვცემ პატივს ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და მე მჯერა ამ სახელმწიფოსი, როდესაც ის გათავისუფლდება ივანიშვილისგან, -განაცხადა დათუნაშვილმა.


გამოკითხვის პროცედურის შემდეგ გახდება ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა იურისტების მოთხოვნა, რომ აღნიშნულ საქმეზე სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იყოს გამოძიება დაწყებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა