War update: Ukraine repels 167 Russian assaults in past 24 hours
Over 1,100 Russian troops eliminated in Dobropillia sector – General Staff
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 830 over past day
Pentagon says US will play minimal role in security guarantees for Ukraine – Politico
Government allocates UAH 300M to rebuild Kyiv region – Svyrydenko
Ukrainian drones hit Russian shelter, ammunition depot in Pokrovsk sector
NATO military chiefs reaffirm support for just and lasting peace in Ukraine
Zelensky presents 'National Legend of Ukraine' awards

გიორგი ბაჩიაშვილი - უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა

11.08.2025 ნახვები: 251

მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა - ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით , - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მის წინააღმდეგ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დაიწყო მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რის შემდეგაც, პირადი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მისი ციხეში წამება იგეგმებოდა, ქვეყანა დატოვა.

"დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი?

ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა. როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.

შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი.

ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით. დღეს ხართ არჩევანის წინაშე, იმედი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა არ გაჭრის [ბაჩიაშვილი პროკურორს].

ვერ შემაშინებთ ვერაფრით, ვერც 11 წლიანი სასჯელით",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ასევე, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაში, "2 აბზაციც არ არის ისეთი, სადაც მან არ მოიტყუა".

"[პროკურორი] ზეწოლის ქვეშ არის და რის გამო აკეთებს ამას? ეშინია რამის? ეს წინა მთავრობის დროსაც იყო. ახლა გაქვთ შანსი, რომ არ შერცხვეთ და წლების შემდეგ არ შეგრცხვეთ შვილებისთვის თვალებში ჩახედვის.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდება მტკიცებულებების მაღალ ხარისხზე საუბრობდა, თუმცა დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით. ივანიშვილის ჩვენებაში 2 აბზაცსაც ვერ ნახავთ, რომ არ იტყუებოდეს",- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 12 აგვისტოს 12 საათზე გაიმართება და განაჩენი გამოცხადდება. .

საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა