ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

უკრანულმა დრომებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს

12.08.2025 ნახვები: 455

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაიგონეს.

„ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ჰელიუმის წარმოების ობიექტია, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ჰელიუმი ფართოდ გამოიყენება რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ ინდუსტრიასა და ავიაციის ინდუსტრიაში. თავდასხმის ობიექტი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს“, - აღნიშნა წყარომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა