ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი, არც ნინო დათაშვილი და არცერთი სხვა პოლიტპატიმარი არ მოიხდის იმ პოლიტიკურ მსჯავრს, რომელიც სისტემამ გამოიტანა

12.08.2025 ნახვები: 470

მოსამართლედ წოდებულმა ჯვებე ნაჭყებიამ, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ის დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული, ნათელი მომავლის მხარეს, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, არც ანატოლი გიგაურს, არც მზია ამაღლობელს, არც ნინო დათაშვილსა და არცერთ სხვა პოლიტიკურ პატიმარს არ მოუწევს სასჯელის ბოლომდე მოხდა.

„რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. მოსამართლედ წოდებულმა ჯვებე ნაჭყებიამ, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ის დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული, ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა, ხელებზე ბორკილდადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა. ყოვლად ცინიკურად, რეჟიმისთვის დამახასიათებელი ცინიზმით, რომელიც არაერთ სხვა პოლიტიკურ საქმეში გვინახავს, ეს გაბუნია ცრუ მოწმედ გამოიყენა სისტემამ.

ასე თეთრი ძაფითაა ნაკერი ყველა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი, არც ნინო დათაშვილი და არცერთი სხვა პოლიტიკური პატიმარი არ მოიხდის იმ პოლიტიკურ მსჯავრს და ბრალს, რომელიც სისტემამ გამოიტანა, იმიტომ, რომ გაცილებით მალე დაინგრევა და დაემხობა ეს ძალადობრივი, უსამართლო სისტემა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ანალოგზეა აწყობილი და ცდილობს უსამართლობის ბასტიონად ქცეული მართლმსაჯულების გამოყენებით გააჩუმოს და შეაშინოს ადამიანები. დღეს ანატოლის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ის არ შეშინდება და ასე არ შეშინდება არცერთი პოლიტიკური ტყვე და იბრძოლებს რეჟიმის დამხობამდე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა