ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

გიორგი სიორიძე - სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ღია განხილვის გარეშე, პატიმრობაში დატოვა

12.08.2025 ნახვები: 410

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამუკა ხაზარაძე, - ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი სიორიძემ, ბრიფინგზე განაცხადა: 

„ერთი საათიც არ არის გასული, რაც ჩაგვბარდა სასამართლოს სამარცხვინო განაჩენი, რომელიც 8 აგვისტოთი თარიღდება. თურმე, სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მამუკა ხაზარაძის სააპელაციო საჩივარზე და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში რჩება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ხაზარაძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში, რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. დიახ, მამუკა ხაზარაძე შეგნებულად არ გამოცხადდა წულუკიანის დაძახილზე, თუმცა არ ჩაუდენია 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სახეზე არ არის მისი შემადგენლობა.

გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ არის კომისია, ის შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის ფარგლებში, ამას გარდა სახეზე გვაქვს ფორმალური სამართლებრივი დარღვევები. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევა, კანონმდებლობის დარღვევა. კონსტიტუციის მიხედვით, საგამოძიებო კომისიაში ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციური შემადგენლობა. დიახ, „ქართულმა ოცნებამ“, თავის შემადგენლობიდან რაღაც ჯგუფს დაარქვა ოპოზიცია, მაგრამ ამას გარდა გახარიას პარტიისთვის იყო 2 წევრიანი კვოტა, რაც ამ პარტიამ არ აითვისა. დარღვეულია ასევე ამ ე.წ. კომისიითვე დებულების მოთხოვნები, როგორ უნდა იქნეს დაბარებული პირი, ვინ უნდა მოაწეროს ოქმს ხელი და ასე შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ვერ გაბედა ამ საქმეზე მთავარი მოწმეების დაბარება. ეს გახლავთ, წულუკიანი და მისი ამფსონები ე.წ. კომისიაში. ეს ყველაფერი სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია. როდესაც საქმე ეხება 349-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მანამდე არავინ საქართველოში მსჯავრდადებული არ ყოფილა, საქმე გვაქვს პრეცედენტთან. პრეცედენტულ საქმეებზე კი ზეპირი მოსმენის გარეშე სასამართლო განხილვები როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოში არის დაუშვებელი. არავის ჰქონია მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ივანიშვილის მოთხოვნიდან რაიმე გადახვევას გააკეთებდა, თუმცა, მივდევთ ამ საქმეს ბოლომდე მათ შორის, უზენაეს სასამართლოში, რათა შევქმნათ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის და სტრასბურგის სასამართლო დაადგენს სიმართლეს ამ საქმეზე“,-აღნიშნა სიორიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა