ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ტვ პირველი - "ლავას ოღლის" მარჯვენა ხელი სასტიკადაა ნაცემი

13.08.2025 ნახვები: 461

,,ტვ პირველმა" პოლონეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია.

როგორც ,,პირველებისთვის" ცნობილი გახდა, ე.წ ქურდული სხოდკა ვარშავაში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც  პოლიციამ ქართული ბანდის შეკრების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სასტიკადაა ნაცემი ,,სხოდკის" ორგანიზატორის, ბათუმელი "ქურდის", მინდია გორაშვილის, იგივე ლავას ოღლის, მარჯვენა ხელი, კორსანტია.

კორსანტია ახლა პოლონეთის საავამყოფოში მრავლობითი დაზიანებით არის მოთავსებული. ვიდეომიმართვაში, რომელიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა "ქურდებს" გაუგზავნა, ის ჰყვება, რომ  ,,სხოდკაზე "ის იარაღის კონდახით სცემეს და მისი დაწვა უნდოდათ. 

თავი ჩამოტეხეს, კისერში ამომწვარი მაქვს, ყელში დანას მიყრიდნენ, ხელები დამიწვეს და იარაღით ჩამიმტვრიეს, თვალებს ასე კარდონით მწვავდნენ- ამბობს ვიდეომიმართვაში ლერი კორსანტია.

ე.წ. ქურდული სამყაროს შეფებს პოლონეთში უნდა განეხილათ მინდია გორაძესა და ავთო ტუღუშს, იგივე  სამტრედსკის, შორის წლობით არსებული კონფლიქტი, რომელმაც კრიმინალური სამყარო ორ ნაწილად დაჰყო. ლავას ოღლის "სამტრედსკისთან" წლებია, ცივი ომი აქვს გამოცხადებული.

"ლავას ოღლის" სახელი ,,ოცნების" ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. ე.წ.  კრიმინალური ავტორიტეტი ქართულმა სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაუშვა, საარჩევნოდ კი ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები მის გავლენებს ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყენებენ.

რა მოხდა ვარშავაში, ვინ ვის დაარტყა და როგორ ჩაიშალა ქურდული სხოდკა, ჯერ ბუნდოვანია. "ქურდულ გარჩევაში", რომლიც ლავას ოღლიმ დაგეგმა,  35 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მონაწილეობდა. ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ პოლონეთში.  

,,პრაიმ კრაიმის" ინფრომაციით, ავთო ტუღუშს, იგივე "ავთო სამტრედსკის",  გარჩევის დროს 15 ავტორიტეტი, ლავასოღლის კი 20 მხარდამჭერი ჰყავდა.

ტვ პირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა