ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

გრიგოლ გეგელია - ადამიანის უფლებების შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე

13.08.2025 ნახვები: 427

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციაზე, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც, საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ანგარიში საკმაოდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ და მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, თუ როგორ იზღუდება თავისუფლება ქვეყანაში.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ავტოკრატიული და დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს. ის აპატიმრებს ჟურნალისტებს, ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რეჟიმი დევნის თავისუფალ ქართველებს, ოპონენტებს და მთელს ჩვენს საზოგადოებას.

ანგარიში აგრეთვე ამხელს სისტემურ ძალადობას და წამებას პოლიციის მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელიც რამდენჯერმე ახსენებს ე.წ. ტიტუშკებს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს ამხელს, როგორც ნაცრისფერ, ბოროტმოქმედ, კრიმინალურ სინდიკატს, რომლის ძალაუფლებაც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ „ტიტუშკების“ ბოგინს საქართველოს ქუჩებში. ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დასკვნა წარმოადგენს უმკაცრეს ვერდიქტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამსჯავროზე და პირდაპირ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც სისტემურად ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებს და თავისუფლების უკლებლივ ყველა გამოხატულებას და გამორჩეულად ემტერება საქართველოს პრო-დასავლურ საზოგადოებას“, - განაცხადა მან.

გეგელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერასდროს შეძლებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაალაგოს.

„ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი საკვანძო რამ. პირველი, ამერიკასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერანაირი დალაგება ვერ მოხდა. ივანიშვილი და „ოცნების“ ქოსატყუილა ხელისუფლება არის იზოლირებული და ყველასაგან მიტოვებული. მეორე, 19 ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტის ორი განცხადების გაგრძელებად ეს ანგარიში არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ არ არსებობს და არ იარსებებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის არავითარი შესაძლებლობა, თუკი არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ბრძოლა ბოლომდე, მსოფლიო არის ჩვენს გვერდით“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის მდგომარეობას აფასებს, ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო „ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენდა, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.“

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენ ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად და დასასჯელად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

ანგარიშის თანახმად, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის განმავლობაში, „ხელისუფლება ან დაუდგენელი თავდამსხმელები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სახელით მოქმედებდნენ, ძალადობრივად დაესხნენ თავს მედიის ათობით წარმომადგენელს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ. თავდასხმები მოიცავდა ცემას და „წიწაკის სპრეის“, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებას. მძიმე დაზიანებების შესახებ ცნობებს შორის იყო ცნობები ხერხემლის მოტეხილობების, სახის ძვლების მოტეხილობების და ქიმიური დამწვრობის შესახებ. რამდენიმე ჟურნალისტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.“

შეგახსენებთ, სახდეპმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა