ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა

13.08.2025 ნახვები: 459

ტრამპსა და ყველა ევროპელ კოლეგას ვუთხარი, რომ პუტინი ბლეფობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე ის და ევროპელი ლიდერები 5 პრინციპზე შეთანხმდნენ:

უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა; უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის (რის მიმართაც, ზელენსკის თქმით, ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა და აშშ-ის მონაწილეობაზე გამოთქვა მზაობა); რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატოს პერსპექტივაზე; სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა; სანქციების არსებობა და გაძლიერება თუ რუსეთი ალასკაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

“შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგას ვუთხარი, რომ პუტინი ბლეფობს. ალასკაში შეხვედრამდე ის უკრაინული ფრონტის ყველა მიმართულებაზე ცდილობს ზეწოლას. რუსეთი, რისიც შეუძლია ყველაფრის და მთლიანად უკრაინის დაპყრობას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილია.

ასევე პუტინი ბლეფობს, თითქოს სანქციები მისთვის უმნიშვნელოა და ისინი არ მუშაობენ. რეალურად კი, სანქციები ძალიან გვეხმარება და ურტყამს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას…

კოლეგებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ევროპელ მეგობრებს ვუთხარი, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა, მას ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია სურს და ყველას გვესმის ეს - პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. შემდგომი ზეწოლა გვჭირდება მშვიდობისთვის, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრესკონფერენციაზე, დონბასში მიწების დათმობის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება.

„უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენციაზე და დასძინა:

„რაც შეეხება ჩვენს პრინციპებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საბოლოოდ, ლიდერების დონეზე გადაწყდება. უკრაინის გარეშე (მოლაპარაკებების მაგიდასთან) ამის მიღწევა შეუძლებელია....

ჩემი პოზიცია არ იცვლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მას „არ აქვს უფლება“, დათმოს თავისი ქვეყნის მიწები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა