კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

რადიო თავისუფლების საგამოძიებო რეპორტაჟი - ბაზრის დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში ქათმის ხორცია აღმოჩენილი

ნახვები: 508 რადიო თავისუფლების საგამოძიებო რეპორტაჟი - ბაზრის დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში ქათმის ხორცია აღმოჩენილი

ბაზრის დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში ქათმის ხორცია აღმოჩენილი.

რადიო თავისუფლების საგამოძიებო რეპორტაჟით ირკვევა, რომ გასაყიდად გამზადებული ქათმის ხორცი და კვერცხი საღებავებით ხელოვნურად არის გაყვითლებული - რაც დაუშვებელია.

მედიკოსები ამბობენ, რომ თუ საღებავების დოზა ნორმაზე მეტი იქნება, ეს ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს მიაყენებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ გამყიდველი ვალდებულია პროდუქტს უთითებდეს არის თუ არა გამოყენებული ხელოვნური საღებავები, თუმცა რადიო თავისუფლების ექსპერტიმენტი ადასტურებს, რომ რეგულაცია ვერ მუშაობს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიზნესოპერატორები საქართველოშიც ვალდებულნი არიან, მიუთითონ ქათმის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის დანამატის, გასაყვითლებლის გამოყენების შესახებაც.

ქართულ ბაზარზე ქათმის და კვერცხის მწარმოებლების პროდუქციის იმ ეტიკეტებზე, რომლებიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, არსად წერია, გამოიყენეს თუ არა ქათმის კვებისას საღებავები.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ირწმუნება, რომ მსხვილი მწარმოებლები გასაყვითლებლებს არ იყენებენ.

“მცირე საწარმოებს აქვთ სურვილი, მათი ქათამი და კვერცხი მკვეთრად ყვითელი იყოს და ისინი უკვეთავენ საკვებს მწარმოებლებს, სადაც შეიძლება გასაყვითლებლის მაღალი დოზა იყოს. 2027 წლიდან გარკვეული რეგულაციები შემოდის და ალბათ მაგასაც გააკონტროლებს სურსათის უვნებლობის სამსახური”, - ეუბნება უჩუმბეგაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი ასოციაცია 50-მდე მსხვილ, საშუალო და წვრილ ფერმერს აერთიანებს. თავად უჩუმბეგაშვილი კვერცხის მწარმოებელ კომპანია "კუმისს" წარმოადგენს.

“ჩვენ ცალკე გასაყვითლებლებს არ ვიყენებთ, მხოლოდ იმ რაოდენობით შემოვიფარგლებით, რასაც შეიცავს “პრემიქსი”, რომელიც შემოგვაქვს უცხოეთიდან, “პრემიქსში” არის ჩადებული გასაყვითლებელი დასაშვები დოზით”, - ამბობს ის.

უჩუმბეგაშვილის თქმით, ბაზრის მსხვილი მოთამაშეები

ქათმის ხორცის წარმოებაში არიან "ბიუ ბიუ", "ნოსტე", "კოდა", "ვარია", "კარალეთის ქათამი".

კვერცხის წარმოებაში - "კოდა", "კუმისი", "დილა", "სავანეთი".

რადიო თავისუფლებამ ამ კომპანიებს წერილობით ჰკითხა, იყენებენ თუ არა გასაყვითლებლებს, რა სახის და რა დოზით?

“კომპანია არ იყენებს არანაირი სახის კაროტინოიდებს”, - მოგვწერა “ბიუ ბიუმ”.

“ჩვენი კომპანია არ იყენებს დამატებით გამაყვითლებელს”, - გვიპასუხა “ვარიამ”.

“არაფერს არ ვიყენებთ განსხვავებულს და დანამატს გარდა ოფიციალური საკვებისა, რასაც ყველა საქართველოს მეფრინველე მოიხმარს”, - მოგვწერეს “კარალეთის ქათმის” ფერმიდან და დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ გვითხრეს, რომ “ნუტრიმაქსის” მზა საკვებს იყენებენ.

“კაროტინოიდებს არ ვიყენებთ, არც ბუნებრივს არც სინთეზურს”, - გვიპასუხა “კოდამ”, რომელიც ქათმის ხორცს და კვერცხს ერთდროულად აწარმოებს.

“ნოსტეს წარმოება არ იყენებს კაროტინოიდებს. ჩვენი წარმოების ქათამი იზრდება ყვითელ სიმინდზე, რაც განაპირობებს ხორცპროდუქტების ბუნებრივ სიყვითლეს”, - მოგვწერეს "ნოსტედან".

“კაროტინოიდებს ჩვენი კომპანია არ იყენებს”, - მოგვწერეს კვერცხის მწარმოებლებმა “სავანეთმა” და “დილამ“.

ვრცლად ნახეთ “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა