კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

თედო აბრამოვის სიტყვა: გამომამწვდიეს გალიაში, მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ბებოს

ნახვები: 493 თედო აბრამოვის სიტყვა: გამომამწვდიეს გალიაში, მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ბებოს

“ციხეში დრო უბრალოდ, არ გადის - ხელფეხშეკრული უყურებ წყეულ კედლებს." - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, 22 წლის თედო აბრამოვმა სასამართლო პროცესზე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

მისი თქმით, სისტემამ ის საყვარელ ოჯახს, ბებიას მოწყვიტა, როცა საქმეში მის წინააღმდეგ ნული მტკიცებულებაა: 

დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე, იმის ფიქრში, რა ხდება ჩემს ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს. იმ სულგაყიდულმა, ორფეხა მოსიარულე არსებებმა რაღაც გალიაში გამომამწვდიეს და მომწყვიტეს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ბებოს.

აბსურდული ბრალდებით, ნული მტკიცებულებაა ბატონო მოსამართლე, შეეძლო ჩემი ტელეფონი გაეჩხრიკათ, არ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო გამოძიება, მე არ ვარ გამომძიებელი...

იძახიან შეძენა-შენახვაო, მე ხომ ვზივარ სკამზე როგორც ბრალდებული ამ მუხლით? არ აინტერესებთ საიდან მოვიტანე? რატომ არაფერი კეთდება ამასთან დაკავშირებით? მომწყვიტეს რეალობას და მომაქციეს სრულ ვაკუუმში...

ამ დიდ მინუსს, დიდი პლუსი აქვს - დამაახლოვეს საკუთარ თავთან და ღმერთთან...არანაირი სიძულვილი, არანაირი ბრაზი, ზიზღი, იმ საშინელებისთვის, რისი მომსწრეც გავხდი... ვერავის ვერ გაგიმეტებთ ამისთვის, ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო, სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი...

საშინელებაა ეს ყველაფერი, ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომ დავბრუნდე ჩემს ოჯახთან, ჩემს ბებიასთან"- თქვა სინდისის პატიმარმა. 

  • თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
  • აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თედო აბრამოვი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ სამოქალაქო აქტივისტს ნარკოტიკები ჩაუდეს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა